ბსუ - ყველაზე კრეატიული სტენდი საერთაშორისო გამოფენაზე „Batumi Build 2016“

სურათი

ბსუ-ს საგამოფენო კუთხე საერთაშორისო გამოფენაზე ,,Batumi Build 2016’’ ნომინაციაში ,,ყველაზე კრეატიული სტენდი ‘’ გამარჯვებული გახდა. დაჯილდოება გამოფენის ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე სასტუმრო ,,შერატონში’’ გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა უნივერსიტეტი სერტიფიკატით დააჯილდოვეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი ყველაზე კრეატიულ კუთხედ ვიზიტორებმა 50 მონაწილე კომპანიას შორის დაასახელეს.

დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებულ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებს, სხვადასხვა ნაკეთობებს ადგილზევე გასცნობოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ მაკეტების დამზადების პროცესში. დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სერვისების და პროექტების შესახებ.

სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა 3 დღის განმავლობაში მიმდინარებდა და მასში 7 ქვეყნის 50-მდე საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა