აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის წარდგინება

სურათი

აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია წარადგინა. უწყების პირველმა პირმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეს ნათია წიკლაშვილს, აგრარული მიმართულების მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს დარგის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები გააცნო. აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია ითვალისწინებს სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რეგიონის ახალი სასოფლო სამეურნეო ფუნქციებით დატვირთვას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სურსათის უვნებლობას ხელშეწყობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და  სოფლის მეურნეობის მინისტრმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. წარდგინების დასრულების შემდეგ, ლაშა კომახიძემ  ბსუ-ს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას დაათვალიერა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა