სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო შიდა მობილობის პროცესი

საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა  ბსუ-ს სტუდენტებმა 2017  წლის 17,20,21 თებერვლის  ჩათვლით  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა)  განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა/ სტატუსშეწყვე­ტილმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2017  წლის 17,20,21 თებერვლის ჩათვლით  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

     ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

 დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 22,23 თებერვლის  ჩათვლით;

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

ბრძანება 01-08/1
ბრძანება 01-08-37


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა