ბსუ-ს ერთი დღე მოხუცთა თავშესაფარში

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში საქველმოქმედო აქცია გამართა სახელწოდებით ,,ერთი დღე მოხუცთა თავშესაფარში’’. კამპანიის ფარგლებში ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორებმა ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, ხოლო სტუდენტები მოწყალების დებთან ერთად, დღის განმავლობაში მოხუცებულებზე ზრუნავდნენ. აქციის ფარგლებში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სათნოების სახლის მაცხოვრებლებს საჩუქრად ტკბილეული, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქცია გადასცა.

,,ერთი დღე მოხუცთა თავშესაფარში’’ ერთობლივი კულტურულ-გასართობი პროგრამით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ბსუ-ს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,თირინმა’’, უნივერსიტეტის მუსიკალურმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და სათნოების სავანის მუსიკალურმა გუნდმა მიიღეს.

ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში 200-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს, რომლის მიზანი მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლებისთვის ერთი დღის გალამაზება, ჯანმრთელობაზე ზრუვნა და სითბოს გაზიარებაა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა