სტუდენტები სასწავლებლად ყაზახეთში მიემგზავრებიან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზახეთის ჰუმანიტარულ-იურიდიულ უნივერსიტეტს (ყაზგუ) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები სასწავლებლად ყაზახეთში მიემგზავრებიან. 7 თებერვალიდან ერთსემესტრიან სასწავლო კურსს ყაზგუში ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 5 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 1 სტუდენტი გაივლის. კომპეტენტურმა ჟიურიმ გაცვლით პროგრამის მონაწილეები ინგლისური ენის ცოდნითა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით გამოავლინა. პარალელურად მოკლევადიანი სასწავლო პროგრამით ბსუ-ში ისწავლის სამართალმცოდნეობის მიმართულების 15 ყაზახი სტუდენტი. ორი წლის განმავლობაში ბათუმში სასწავლებლად იმყოფებოდა 20-მდე ყაზახი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე რექტორის მოადგილემ ნათია წიკლაშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა ნანა ყურშუბაძემ სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა