უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეწვია

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან, რექტორის მოადგილესთან ნათია წიკლაშვილთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჯემალ ანანიძესთან და  პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. უწყების პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე, უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის შეცვლაზე, ქართველი მეცნიერების მიღწევებსა და პროფესიულ პროგრამებზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შეკითხვებს უპასუხა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტის განახლებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკა ბსუ დენტი, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი, ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები დაათვალიერა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა