ბსუ-მ სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადასცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოციალური კამპანიის ,,ეკვილიბრიუმის’’ ფარგლებში, შუახევის რაიონის სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადასცა. სოციალური ქსელით დაწყებულ აქციაში ,,გაიღე წიგნი’,’ უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა/რ განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთნენ და სოფლის ბიბლიოთეკას მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა უსახსოვრეს.

მერაბ ხალვაშმა, სოფელ ჭვანის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვა შეჰპირდა. აგრეთვე, უახლოეს მომავალში, სოფლის ბიბლიოთეკა უნივესრიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ჩაერთვება.

მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი’’ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური აქციაა, რომელიც რეგიონული ბიბლიოთეკების განვითარებას და წიგნადი ფონდით დახმარებას გულისხმობს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია ,, გაიღე წიგნი ‘’ გრძელდება. საგანგებოდ მოწყობილ ღია ბიბლიოთეკაში, წიგნების შეგროვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვებული ლიტერატურა ხულოს, ქედის, ქობულეთის და ხელვაჩაურის სოფლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა