ბსუ-ს ფუტსალის ნაკრები ტურნირის „აჭარა 2017“-ის გამარჯვებულია

სურათი

ბსუ-ს ფუტსალის ნაკრებმა ფუტსალის პირველ საერთაშორისო ტურნირში "აჭარა 2017"  პირველობა მოიპოვა. შეჯიბრში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ბათუმის ,,დინამო“-ს გუნდი, აზერბაიჯანის ,,გენჩერბირლინგ“-ი და მოსკოვის ,,ვერშინ“-ი მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ტურნირი ფუტსალში წრიული სისტემით ჩატარდა და გუნდებმა საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადაინაწილეს: I ადგილი-ბსუ, II ადგილი - ბათუმის ,,დინამო“, III ადგილი - აზერბაიჯანის ,,გენჩერბირლინგი’’, IV - ადგილი - მოსკოვის ,,ვერშინი“. ტურნირი აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ხოლო აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით ჩატარდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია ულოცავს ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა