ბსუ-ს სტუდენტები აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად, აგრარული მიმართულების სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. 6-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების მიზანი სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიული განვითარების  ხელშეწყობაა.  პროგრამით  გათვალისწინებულია 10 სტაჟიორის მიღება. მათ შორის: ა) ზოგადი აგრონომიის მიმართულება-3 სტუდენტი ბ) მცენარეთა დაცვა-2 სტუდენტი; გ) მესათბურეობა-2 სტუდენტი; დ) მექანიზაცია-2 სტუდენტი; ე) ვეტერინარია-1 სტუდენტი;

სტაჟირების გასავლელად 6 თვის ვადით მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, სულ 10 სტაჟიორი. სტაჟირების გავლის სურვილის მქონე კანდიდატმა ა(ა)იპ –გროსერვის ცენტრის’’ სტაჟირების კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის სახელზე შედგენილი განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: CV ან ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან),  1 ფერადი ფოტოსურათი (3–4), რეკომენდაცია დეკანატიდან,  სტუდენტის აქტივობები (რეფერატები; კონფერენციებში მონაწილეობა და ა.შ), საკვალიფიკაციო მიმართულებები,
სასურველია უცხო ენების ცოდნა.

განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 1 მარტიდან  2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით, ,,აგროსერვის ცენტრის’’ ადმინისტრაციულ – ფინანსურ განყოფილებაში. მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №46ა  II სართული.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა