მარიამ ჯაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ეწვია. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა საგამოცდო ცენტრი, საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ,,ბსუ დენტი“, სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია ,,ფაბლაბი“, მინერალოგიისა და ზოოლოგიის კაბინეტები რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ჯაში უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო. ყურადღება გაამახვილა, სწავლების ინტერნაციონალიზაციაზე, პროფესიული და უმაღლესი განათლების კავშირის გაღრმავებაზე, განათლების მიმართულების ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და წარმოჩენის აუცილებლობაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა