ბსუ-ში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით აჭარაში  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში მიესალმა და ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და მიმართვიანობის პროცედურების აჭარის რეგიონში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული პროექტის ამოქმედებასა და  გაფართოებაში. აჭარის  მთავრობასთან თანამშრომლობით და საქართველოს მუშაკთა ასოციაციისა და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის დახმარებით დაგეგმილია აჭარის რეგიონში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედება. რეფერირების მექანიზმა უკვე მოიცვა  ყველა სახელმწიფო უწყება, მანდატურის  სამსახური, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები და მუნიციპალიტეტები.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა