უნივერსიტეტს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ეწვია

სურათი

პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე  ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. მხარეთა შეთანხმებით, ბსუ-ში ქართულ-პოლონური ურთიერთობების კაბინეტი და უნივერსიტეტის პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის სახელობის მემორალური დაფა გაიხსნება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა