სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუდენტებს შეხვდა

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

ვიქტორ დოლიძემ იმ სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მისი შესაძლებლობებისა და პირობების გაცნობას და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის სარგებლობის შემთხვევაში ექნებათ. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვები შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, ევროპაში სასწავლო ვიზიტებს, უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხებოდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა