სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა აჭარის ტელევიზიის "დილის ტალღის" აქციას ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანია  დახმარება გაუწიოს იმ პირებს, რომელთაც სისხლი ესაჭიროებათ, თითოეული ადამიანისგან უსასყიდლოდ გაღებული სისხლი მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. უნივერსიტეტისთვის  საქველმოქმედო აქციები სისხლის ბანკის შესავსებად ტრადიციად იქცა და მომავალშიც გაგრძელდება. უნივერსიტეტი ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისგან სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელითაა დაჯილდოებული.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა