ზურაბ პატარაძე გაცვლით პროგრამებში ჩართულ სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა

სურათი

დღეს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილებს ისტორიული დღე მიულოცა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებზე და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობასა და  სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებში ახალგაზრდების  ჩართულობაზე. სტუდენტებთან შეხვედრას აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა