საქსტატის შეხვედრა ბსუ-ში

სურათი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა  გასვლითი შეხვედრა გამართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანს  მომხმარებლებისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემების და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. რეგიონული  სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობას და ბიზნეს წრეებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

შეხვედრას, რომელიც საქსტატის რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა, უმაღლესი დაწესებულების წარმომადგენლები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა