საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტომატოლოგიის დეპარტამენტი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტომატოლოგიური სპეციალობა შეიქმნა 1998 წელს. 2004 წელს დაარსდა სტომატოლოგიის კათედრა, რომელიც 2006 წლიდან გარდაიქმნა დეპარტამენტად.

2004 წლიდან დღემდე სტომატოლოგიური დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სრ. პროფესორი ვ. ჩანტლაძე.
1998 წლიდან დეპარტამენტში მოღვაწეობენ გამოცდილი პედაგოგები: ტ. ჩიქობავა, ს. ჩხაიძე, ა. ბერიძე, გ. დიასამიძე, ლ. მაღლაკელიძე, ლ. ურუშაძე, ჯ. მაკარაძე, ნ. ნასარეია. 2004 წლიდან მათ რიცხვი გაიზარდა და შეიცვალა.

ამჟამად სტომატოლოგიურ დეპარტამენტში ქირურგიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს ვ. ჩანტლაძე, თერაპიულ და ბავშვთა ასაკის სტომატოლოგის მიმართულებას კი ასოცირებული პროფესორი მ. ბაქრაძე. ორთოპედიული სტომატოლოგიის სალექციო კურსს მიუძღვება თსსუ-დან მოწვეული ასოცირებული პროფესორი ნ. შონია. დღესდღეობით დეპარტამენტში მუშაობს ოცდაექვსი მოწვეული მასწავლებელი.
2009 წლიდან რსუ-ში აკრედიტებულია სარეზიდენტო პროგრამები თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.
2003 წლიდან დღემდე შედგა კურსდამთავრებულთა შვიდი გამოშვება.

დეპარტამენტის პროფესურა ეწევა აქტიურ სამეცნიერო მუშაობას. ბოლო ათი წლის განმავლობაში მომზადებული და გამოქვეყნებულია ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა