საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

27 ივნისს, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, ჩატარდება ახალგაზრდული კონფერენცია.  კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოგვმართოდ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.

პრეზენტაციის მომზადებისას შეგიძლიათ მიიღოთ შპს „ნარკოლოგიური ცენტრის“ ექიმი–ნარკოლოგებისკონსულტაციები და რჩევები. წარმოდგენილი პრეზენტაციები, შესაძლებელია ეხებოდეს - ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას/მავნედ მოხმარებას/მათზე დამოკიდებულებას, მათ სამედიცინო/სოციალურ–ეკონომიკურ/იურიდიულ მხარეებს, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მიმართულებებს, პრევენციის, მკურნალობისა და ზიანის შემცირების საკითხებს. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა