საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ყაზახმა მაგისტრებმა საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა გაიარეს

სურათი

მარატ ოსპანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 13-მა მაგისტრანტმა საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსი წარმატებით გაიარა. პროგრამას სახელწოდებით  ‘’სამეცნიერო კვლევითი პროექტების ჩატარება მედიცინაში: პრინციპები, მეთოდოლოგია და პრაქტიკა’’, ბსუ-ს პროფესორი სალომე ღლონტი ხელმძღვანელობდა.

პროგრამის ფარგლებში, ყაზახ მაგისტრანტებს  ტრენინგები ჩაუტარდათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული მტკიცებითი მედიცინის ძირითად პრინციპებზე, კლინიკური გაიდლაინის ვალიდურობაზე და პრაქტიკულ ღირებულებაზე, ჯანდაცვასა და მედიცინაში სტატისტიკის როლზე და მნიშვნელობაზე, სათანადო (კარგი) კლინიკური პრაკტიკის შესახებ. სამეცნიერო კვლევითი პროექტების მეთოდოლოგიის და პრაქტიკის შესწავლა განხორციელდა სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის’’ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ( აჭარის ფილიალი) ბაზაზე.

პროექტი მეორე წელია ხორციელდება და პირველი პრეცენდენტია უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსის განხორციელებისა ჯანდაცვის მიმართულებით. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროში საერთაშორისო ინტეგრაციის თვალთახედვით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა