ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

VII საერთაშორისო კონფერენცია „უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები’’

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII საერთაშორისო კონფერენცია „უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები’’ გაიხსნა. საერთშორისო კონფერენცია  საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის და საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ორგანიზებით იმართება და ცნობილი ქართველი მათემატიკოსისა და მექანიკოსის აკადემიკოს ნ.მუსხელიშვილის დაბადების 125 წლისთავს ეძღვნება.

VII კონფერენციაზე „უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები’’ წარმოდგენილია მათემატიკისა და მექანიკის მრავალი დარგი. ქართული და უცხოური წამყვანი უნივერსიტეტების 200-ზე მეტი მონაწილე ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაზე, ალგებრაზე, ტიპოლოგიაზე, გეომეტრიასა და რიცხვით თეორიაზე იმსჯელებენ.

ფორუმი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება და  ხელს  შეუწყობს მათემატიკოსების, სტუდენტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას, როგორც ჩვენი ქვეყნის , ისე უცხოეთის მათემატიკოსებთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა