ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მიკოლაევსკის სამხარეო ინსტიტუტის სამეცნიერო სხდომა

სურათი

მიკოლაევსკის (უკრაინა) სამხარეო ინსტიტუტის საბუნებისმეყველო-მათემატიკური განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების თეორიისა და მეთოდიკის კათედრამ  ტრადიციული პედაგოგიური სტუდიის „მეცნიერება და ჩვენ“ V საიუბილეო სამეცნიერო სხდობა გამართა.

სამეცნიერო სხდომის მიზანი  მომავალი სამეცნიერო ელიტის გაზრდისათვის ხელის შეწყობა და სამეცნიერო წრეების დაახლოება იყო. მასში მონაწილეობას  საბუნებისმეტყველო დარგების პედაგოგები, სტუდენტები  და გამორჩეული ნიჭის მქონე მოსწავლეები ღებულობდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ვიდეოჩართვის საშუალებით მოხსენება წაიკითხა ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ. მიკოლაევსკის ინსტიტუტის რექტორმა, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვ.შულიარმა მადლობის წერილი გამოუგზავნა უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშსს და პროფ. ნუგზარ ღომიძეს მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა