გიზო ფარცხალაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტია
13 თებერვალი 2017 წელი
გიზო ფარცხალაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიზო ფარცხალაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის სტიპენდიანტია. აკადემიამ სტიპენდიანტები ცხრა მიმართულებით კონკურსის წესით გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მოღვაწე დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე, 50 წელამდე ასაკის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორს შეეძლო. პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ გამარჯვება გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და მართვის პროცესების განყოფილებაში მოიპოვა, სპეციალობით: „გამოყენებითი მექანიკა-კატასტროფების რისკის კვლევა“.
სრულად