ტექნოლოგიური ფაკულტეტი

აგროტექნოლოგიისა და აგროინჟინერიის დეპარტამენტი

აგროტექნოლოგიისა და აგროინჟინერიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 1996 წელს მექანიზაცია-ელექტრიფიკაციის კათედრის სახით, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გახსნის დღიდან.

1997-1999 წლამდე კათედრაზე სალექციო კურსებს კითხულობდა კონსტანტინე ამირეჯიბის სახელობის მექანიზაცია-ელექტრიფიკაციის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, რევაზ მახარობლიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც 1998 წელს შეიქმნა და გამოიცადა ჩაის მძიმედ სასხლავი აპარატი, ბელარუსის ტიპის ტრაქტორზე.

2004 წელს მექანიზაციია ელექტრიფიკაციის კათედრა გადაკეთდა აგროინჟინერიისა და აგრობიზნესის დეპარტამენტად, რომრლსაც ხელმძღვანელობდა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ზაურ ფუტკარაძე. ამ პერიოდისათვის დეპარტამენტში მუშაობდნენ პროფესორები: ომარ თედორაძე, იური ძირკვაძე, დოცენტები: შაქრო ქათამაძე, იროდი ზოიძე, მერაბ მამულაძე, უფროსი მასწავლებლები: ფადიკო აბუსელიძე, ნანული ახვლედიანი, ნანა ხარებავა, კონსტანტინე წულაძე, ლელა გოგავა, ოთარი შაინიძე და სხვები.

2009 წელს აგროინჟინერიისა და აგრობიზნესის დეპარტამენტი გადაკეთდა აგროტექნოლოგიისა და აგროინჟინერიის დეპარტამენტად, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი მერაბ მამულაძე.

დეპარტამენტში სამი პროგრამული მიმართულებაა:
1. აგროინჟინერია (მიმართულების ხელმძღვანელი სრული პროფესორი იური ძირკვაძე)
2. აგროტექნოლოგია (მიმართულების ხელმძღვანელი სრული პროფესორი რეზო ჯაბნიძე)
3. ნიადაგმცოდნეობა აგროქიმია (მიმართულების ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი შოთა ლომინაძე)

დეპარტამენტში აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულია ორი სრული, ორი ასოცირებული და სამი ასისტენტ პროფესორი, ხოლო ხელშეკრულებით მოწვეულია უფროსი მასწავლებელები: შოთა ლომინაძე, მირანდა გორგილაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა