ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტექნოლოგიური ფაკულტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში

სურათი

24-25 ნოემბერს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე და  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გოჩა  ჩავლეშვილი  მიწვეულნი იყვნენ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ეკოლოგია და  ენერგო ეფექტურობა თანამედროვე მშენებლობაში“. სამეცნიერო ფორუმზე პროფ. გ. ფარცხალაძემ და ასოც.პროფ. გ.ჩავლეშვილმა წარადგინეს მოხსენება თემაზე: ,,ცენტრალურად შეკუმშული ელემენტების მდგრადობის პრობლემები მასალის მუშაობის დრეკად პლასტიკურ არეში“, რომელიც დაიბეჭდა  კონფერენციის მასალებში.

ვიზიტი ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა. ტექნოლოგიური ფაკულტეტის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორს, გულჩორა მამედოვას შეხვდნენ. ისაუბრეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  და აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის  პერსპექტივებზე და  სასწავლ-სამეცნიერო მიმართულებით გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესახებ. შეხვედრის დასასრულს,  ქალბატონ გულჩორას  ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწოფო   უნივერსიტეტის სახელით გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა   შეხვედრები წყლის მეურნეობისა და საინჟინრო-საკომუნიკაციო სისტემების ფაკულტეტის დეკანთან ბატონ ზაკირ მუსაევთან, სამშენებლო ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანთან ქალბატონ ტაირა აკვერდიევასთან, პროფესორ ფაილ ისმაილოვთან, საინჟინრო სისტემების და ნაგებობების მშენებლობის კათედრის გამგესთან ბატონ ნურმამედ მამედოვთან. ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა დარგში არსებული გამოწვევები განიხილეს და თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა