ტურიზმის ფაკულტეტი

მემორანდუმი უკრაინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან

სურათი

ტარას შევჩენკოს სახელობის ლუგანსკის ნაციონალური უნივერსიტეტის ვაჭრობის, მომსახურებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვიქტორ დრელი ორდღიანი ვიზიტით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან, რექტორის მოადგილესთან ინგა შამილიშვილთან, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან როსტომ ბერიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები განახორციელებენ  სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს, შეიქმნება ერთობლივი სადოქტორო პროგრამა, ჩატარდება კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები და საზაფხულო სკოლები. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ტურიზმის ფაკულტეტისა და პარტნიორი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი საზაფხულო სკოლის ჩატარება. გარდა ამისა, უკრაინელი სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას ბათუმში გაივლიან და ამოქმედდება ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა