ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

მონაცემთა ბაზები

Elsevier
2014 წლის 21 აპრილიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფით საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს თავისუფალი წვდომა აქვთ Elsevier-ის ScienceDirect-ის და Scopus-ის ბაზებზე.

ScienceDirect-ზე განთავსებულია მსოფლიოს რეცენზირებადი სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო შინაარსის ნაშრომების თითქმის ერთი მეოთხედი სრული ტექსტის სახით.
Scopus წარმოადგენს ციტირებადი ლიტერატურის აბსტრაქტირებისა და ინდექსირების ბაზას, რომელიც კვლევის ანალიზის საშუალებას იძლევა ყველა დარგში.
ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელებიდან. ბაზაში შესასვლელად ნტერნეტ ბრაუზერის მისამართის ველში აკრიფეთ შემდეგი მისამართები შესაბამისად: www.sciencedirect.com ან www.scopus.com
ინფორმაცია ბაზების გამოყენების შესახებ.
 
EBSCO Publishing
წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას. 
მოიცავს: 11000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა), მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს, ამერიკისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრული სტატიებს ძალზე მოხერხებულ და ეფექტურის საძიებელს.
http://search.epnet.com
 
Cambridge University Press
მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 280 ჟურნალს შემდეგ დარგებში: ამერიკანისტიკა; არქეოლოგია და ანთროპოლოგია; აფრიკის, აზიისა და ევროპის შესწავლა; ბიზნესი; ბიოლოგია; საინჟინრო მეცნიერებები; ხელოვნებათმცოდნეობა; ისტორია; კომპიუტერული მეცნიერებები; მათემატიკა; მეცნიერება მიწის შესახებ; ეკოლოგია; სამართალმცოდნეობა; თეოლოგია; სოფლის მეურნეობა; სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა; ენათმცოდნეობა და ფილოლოგია.
http://journals.cambridge.org
 
Royal Society Journals Collection
დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შედის 9 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალები ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B. 
http://royalsocietypublishing.org
 
BioOne
მონაცემთა ბაზა მოიცავს 171 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელ მეცნიერებების სფეროდან, რომლებსაც აქვეყნებენ ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი–სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები.
http://www.bioone.org

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა