ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

სსიპ - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს და არეგულირებს სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ,,ბსუ“) ბიბლიოთეკით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობებს: ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის, საბიბლიოთეკო ერთეულითა და ბიბლიოთეკის სხვა რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს.

2. ბსუ–ს ბიბლიოთეკას შეადგენს: ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა (ე.წ. მთავარი ბიბლიოთეკა), ბსუ-ს სხვადასხვა კორპუსში განთავსებული საფაკულტეტო და სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების ბიბლოთეკები.

3. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი ეფუძნება საქართველოს კანონს ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებას, ეთიკის კოდექსსა და ბიბლიოთეკის დებულებას.

მუხლი 2. საბიბლიოთეკო რესურსები და ამ რესურსებით სარგებლობის უფლება

1. ბსუ-ს ბიბლიოთეკა ემსახურება ბსუ-ს სტუდენტებს, პერსონალსა და ბსუ-ს სტუმარს, ასევე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის სხვადასხვა უფლებით.

2. ბსუ-ს საბიბლიოთეკო რესურსებს შეადგენს საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო და კომპიუტერული დარბაზები, საბიბლიოთეკო კოლექციები (სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნადი და არაწიგნადი ფონდი: სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, ელექტრონული რესურსები და ა.შ.) ელექტრონული ბიბლიოთეკა (ელექტრონული წიგნები და პერიოდული გამოცემები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები; ელექტრონული სამეცნიერო ბაზები).

3. ბსუ-ს სამკითხველო დარბაზში სათანადო წიგნადი ფონდით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბსუ-ს სტუდენტის, თანამშრომლისა და სტუმრის სტატუსის მქონე ნებისმიერ პირს.

4. ბსუ-ს სტუდენტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ბსუ-ში ჩარიცხვის უფლების მქონე პირს და თანამშრომელს შეუძლია აგრეთვე ისარგებლოს ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკით, სამკითხველო და კომპიუტერულ დარბაზებში, ელექტრონული რესურსებითა და ბეჭდური საბიბლიოთეკო ერთეულის ბიბლიოთეკიდან გარკვეული ვადით გატანის უფლებით (ე. წ. აბონემენტით მომსახურება).

5. ბიბლიოთეკაში არსებული კოლექციებისა და წიგნადი ფონდის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის მისაწვდომია, როგორც ელექტრონული, ისე ხელნაწერი საკატალოგე სისტემების საშუალებით.

6. ბსუ-ს სამკითხველო დარბაზში წიგნადი ფონდითა და ნოუთბუკით სარგებლობისთვის აუცილებელია მკითხველმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა. და გაიაროს სათანადო რეგისტრაცია.

7. ბსუ-ს ბიბლიოთეკაში აბონემენტით მომსახურებით დაინტერესებულმა პირებმა ბიბლიოთეკის შესაბამის განყოფილებაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) ბსუ-ში ჩარიცხვის (ან ჩარიცხვის უფლების ქონის) დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სამუშაო ადგილიდან (ხელშეკრულების ვადის მითითებით);

გ) ერთი ფოტოსურათი ზომით 3X4.

7. რეგისტრირებულ მომხმარებელს ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი და იქმნება ბსუ-ს ბიბლიოთეკის მომხმარებლის ბარათი.

8. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს მიაწოდოს ბიბლიოთეკას მონაცემები საცხოვრებელი ბინის მისამართის, ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ, ასევე აღნიშნული მონაცემების შესახებ.

9. რეგისტრაციისას ბიბლიოთეკის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, რასაც ადასტურებს მომხმარებლის ბარათზე ხელმოწერით.

10. ბსუ-ს საფაკულტეტო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბიბლიოთეკები აბონემენტით ემსახურებიან მხოლოდ ამ სტრუქტურული ერთეულის სტუდენტებსა და პერსონალს.

11. თუ ბსუ-ს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ბიბლიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა სურს ცენტრალური ბიბლიოთეკის აბონენტს, საკმარისი რაოდენობის ეგზემპლარის არსებობის შემთხვევაში, ცენტრალური ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილება დროებითი სარგებლობისთვის გამოითხოვს საბიბლიოთეკო ერთეულს (დგება სათანადო აქტი) და გასცემს აბონემენტზე.

მუხლი 3. საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანა-დაბრუნება

1. ბიბლიოთეკიდან აბონემენტით მომსახურებისას არ გაიცემა:

ა ) რარიტეტი;

ბ ) წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ან ორი ეგზემპლარი ინახება ბიბლიოთეკაში;

გ ) პერიოდული გამოცემები (ჟურნალი, გაზეთი);

დ ) 1921 წლამდე გამოცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტები;

ე ) აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო, ფონოდოკუმენტები;

ვ ) ენციკლოპედიები;

ზ ) ლექსიკონები;

თ) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანის მსურველი ავსებს მოთხოვნის სპეციალურ ფორმას და ტოვებს სათანადო განყოფილებაში. თუ წიგნი ადგილზეა, მკითხველის მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმავე დღეს, არაუმეტეს სამი საათის დაგვიანებისა, ხოლო წიგნის რომელიმე საფაკულტეტო ბიბლიოთეკიდან გამოთხოვნის შემთხვევაში, არაუმეტეს ორი დღისა.

3. აბონემენტით მომსახურებისას არ შეიძლება ერთ მკითხველზე დროის ერთ პერიოდში გაცემული იქნას 15 - ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეული.

4. საბიბლიოთეკო დოკუმენტის გაცემის ვადები დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში არსებული ეგზემპლარების რაოდენობაზე: 30-ზე მეტი ეგზემპლარის არსებობის შემთხვევაში, საბიბლიოთეკო დოკუმენტი გაიცემა ერთი სემესტრის ვადით, 21 – 30 ეგზემპლარის შემთხვევაში - არაუმეტეს 2 თვის ვადით, 11 – 20 ეგზემპლარი - ორი კვირის ვადით, ხოლო 10-ზე ნაკლები ეგზემპლარის შემთხვევაში – არაუმეტეს ერთი კვირისა.

5. იმ შემთხვევაში, თუ წიგნის გატანის ერთი ვადა არ არის საკმარისი, მკითხველს შეუძლია მოითხოვოს ვადის გაგრძელება (ვადა გრძელდება წიგნზე ხშირი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში). საბიბლიოთეკო ერთეულის სარგებლობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.

6. ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც გასცემს ერთეულს დარბაზში სამუშაოდ ან აბონემენტით მომსახურებისას, ვალდებულია მომხმარებელთან ერთად შეამოწმოს ვარგისიანობა და მოითხოვოს ისეთივე მდგომარეობით დაბრუნება.

7. დაუშვებელია საბიბლიოთეკო დოკუმენტზე აღნიშვნების გაკეთება, გადაკეცვა, ფურცლის ამოხევა ან სხვაგვარი დაზიანება.

8. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაკარგვის ან უხეში დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია წარმოადგინოს იგივე დასახელების და გამოცემის წლის შესაბამისი ან ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, სხვა დასახელების ერთეული, სხვა შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბიბლიოთეკო ერთეულის სარგებლობის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა, ბსუ–ს ანგარიშზე შეიტანოს ამ ერთეულის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა და ჯარიმის სახით 50 ლარი. მითითებული ვადაში (30 დღე) გადაუხდელობის შემთხვევაში კი, დაკარგული/უხეშად დაზიანებული საბიბლიოთეკო ერთეულის საბაზრო ღირებულების სამმაგ ოდენობას დამატებული ჯარიმა 50 ლარი.

9. დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, კომისიურად, ბსუ–ს საფინანსო–ეკონომიკური დეპარტამენტისა და ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ.

მუხლი 4. ბიბლიოთეკის მომხმარებლის უფლება-მოვალეობანი

1. ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობისას დაშვებულია:

ა ) ტექსტების შექმნა და რედაქტირება;

ბ ) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;

გ ) ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;

დ ) CD დისკების გამოყენება ბიბლიოთეკართან შეთანხმებით;

ე ) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;

ვ ) უნივერსიტეტის ვებგვერდითა და სხვა შემეცნებითი ან საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობა;

ზ ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.

2. მომხმარებელს შეუძლია ფონდში არსებული ელექტრონული ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალებით სარგებლობა (დაშვებულია ამ მასალის ასლის გადაღება, საავტორო უფლებების შესახებ კანონის გათვალისწინებით).

3. ბიბლიოთეკაში დაუშვებელია საკვები პროდუქტების შეტანა, გარდა გამჭვირვალე ბოთლში ჩამოსხმული წყლისა.

4. ბიბლიოთეკაში დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მომხმარებელს მუშაობაში, ან შეუთავსებელია უნივერსიტეტის წესდებასა და ეთიკის კოდექსთან.

5. მომხმარებელი ვალდებულია სამკითხველო დარბაზში წიგნზე მუშაობის დამთავრებისთანავე დააბრუნოს იგი. იკრძალება მომხმარებლის მიერ სამკითხველო დარბაზიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის თვითნებურად გატანა.

6. ბიბლიოთეკის მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.

7. წიგნის, სხვა საბიბლიოთეკო დოკუმენტის ან კომპიუტერული ტექნიკის მიღებისას, მომხმარებელი ვალდებულია გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.

8. მომხმარებელს უფლება აქვს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას მიაწოდოს საქმიანი წინადადებები მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

მუხლი 5. ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი

1. ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა მუშაობის ყოველდღიურად, შემდეგი რეჟიმით:

ა) სამკითხველო დარბაზები, აბონემენტზე მომსახურება: ორშაბათი - პარასკევი 9 საათიდან 20 საათამდე; შაბათი - 9 საათიდან 17 საათამდე; დიდი სამკითხველო დარბაზი კვირას 10 საათიდან 15საათამდე.(ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№32/ნინოშვილის ქ.№35, მე-3 სართული)

ბ) კომპიუტერული დარბაზები: ორშაბათი - პარასკევი 9 საათიდან - 18 საათამდე.(ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№32/ნინოშვილის ქ.№35, №51,№400 )

2. ბსუ-ს ბიბლიოთეკაში შემავალი ყველა სხვა ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 9 საათიდან 18 საათამდე, შესვენება – 13 საათიდან 14 საათამდე.

მუხლი 6. მომხმარებლის პასუხისმგებლობა

1. ბსუ-ს თანამშრომლის ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის დროს (ხელშეკრულების ვადის ამოწურვა, სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა სასწავლებელში გადასვლა, ან სწავლის დასრულება) სათანადო პირი ვალდებულია ბიბლიოთეკასთან გაასწოროს ყოველგვარი დავალიანება, რაც დასტურდება ე.წ. „შემოვლის ბარათით“. საბოლოო ანგარიშსწორების, დიპლომის ან პირადი საქმის მოთხოვნისას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (სასწავლო-აკადემიური დეპარტამენტი, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ბუღალტერია) ვალდებულია ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე პირზე არ გასცეს სათანადო დოკუმენტაცია.

2. წინამდებარე წესის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება ამ წესითა და ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ზარალის სრულად ანაზღაურების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა