ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

კომპლექსური სასწავლო პროგრამა პრაქტიკოსი აგრონომებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მკვლევარებმა გრძელვადიანი კომპლექსური სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყეს ფერმერთა მომსახურების ცენტრების აგრონომებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში ფუნქციონირებადი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ექსტენციის აგენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი USAID-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ეფექტიანობის აღდგენის ხუთწლიანი პროექტის (REAP) ფარგლებში ტარდება და მიღებული ცოდნა აამაღლებს მათ საკონსულტაციო მომსახურების ხარისხს, რაც დადებითად აისახება მცირე, საშუალო ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე. სასწავლო კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც მოიცავს საველე პირობებში, სპეციალურად შერჩეულ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მეცადინეობებსაც.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს  წარუძღვებიან ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: გურამ მემარნე,  ავთანდილ მესხიძე, ცისანა ცეცხლაძე, მზიური გაბაიძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი შოთა ლამპარაძე, მოწვეული მასწავლებელი რუსუდან მუჯირი.

კომპლექსური სასწავლო პროგრამა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტმა კონკურსის  საფუძველზე, აჭარისა და გურიის მასშტაბით, პრაქტიკოსი აგრონომებისთვის 2017 წლის 20 იანვარს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა