საგარეო ურთიერთობათა სამსახური

სავიზო ინფორმაცია

2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსულ უცხოელთა საყურადღებოდ

  • უცხოელებს, რომლებიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, შეუძლიათ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს არსებული წესის შესაბამისად.  თუმცა, თუ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხელახლა შემოსვლისას მათზე გავრცელდება ახალი კანონის მოთხოვნები. ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოში ყოფნის ვადის  (90 დღე ნებისმიერ 180- დღიან პერიოდში) ათვლა დაიწყება საქართველოში  2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პირველი შემოსვლიდან, ხოლო ძველი წესების მოქმედებისას საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დღეები არ ჩაითვლება.
  • უცხოელების საყურადღებოდ, რომლებმაც  2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული  ვიზის საფუძველზე ან უვიზოდ (ვინაიდან გათავისუფლებული იყვნენ სავიზო მოთხოვნებისგან) გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია,  გრძელვადიანი ვიზის მისაღებად შეუძლიათ სავიზო განაცხადი და სხვა საჭირო დოკუმენტები წარმოადგინონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.
  ინსტრუქციები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა