სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო კვირეული პოლონეთში Erasmus + Credit mobility -ის ფარგლებში

სურათი

2016 წლის 3-7 ოქტომბერს, ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სპეციალისტები ნუნუ ჯაფარიძე და ლელა თავართქილაძე   Erasmus + Credit mobility -ის  E+ ICM (KA107) პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კვირეულზე ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის 25  უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურების პერსონალთან შეხვედრას, ურთიერთობის დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობას წარმოდგენილ უნივერსიტეტებთან:

  1. ჯემალ ბიედიჩის სახელობის უნივერსიტეტი, ბოსნია-ჰერცოგოვინა;
  2. მონტერეის უნივერსიტეტი, მექსიკო;
  3. ბოლივარის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კოლუმბია;
  4. სურინამეს უვივერსიტეტი, სამხრეთ კორეა;
  5. ტაჯიკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ტაჯიკეთი;
  6. ათათურქ ალატოოს საერთაშორისო უნივერსიტეტი, ყირგიზეთი;
  7. ექრემ ჩაბეის უნივერსიტეტი, ალბანეთი.

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კულინარიის დღე, რომლის მიზანიც იყო პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გაზიარება, ტრადიციული კერძების დაგემოვნება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კვირეულის ყველა მონაწილემ. მონაწილეებმა ბსუ-დან მოამზადეს აჭარული და იმერული ხაჭაპურები


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა