საგარეო ურთიერთობათა სამსახური

გაცვლითი პროგრამა ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზახეთის იურიდიულ უნივერსიტეტთან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 7 სტუდენტს (ინგლისური და თურქული ფილოლოგიის, თარგმანმცოდნეობის  მიმართულებით) საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრით სწავლა გააგრძელონ აღნიშნულ უნივერსიტეტებში.

მობილობა უნდა განხორციელდეს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში;

მობილობის ხანგრძლივობა:  3 თვე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • უნდა იყოს ბაკალავრიატის მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი;
  • უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.

ენის ცოდნა (თურქული ან ინგლისური) არანაკლებ B1.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • CV (ქართულ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ქართულ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი

4 სტუდენტი

თვიური სტიპენდია 150$

მგზავრობას უზრუნველყოფს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს.

ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტი

3 სტუდენტი

მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა:  2016 წლის 10 დეკემბერი, ბსუ-ს კანცელარია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა