საგარეო ურთიერთობათა სამსახური

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია მაგისტრანტებისთვის

უნგრეთის საელჩო, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სთავაზოს მაგისტრატურის სტუდენტებს ერთობლივ სტიპენდიას 2017-2018 აკადემიური წლისთვის.

უნგრეთის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს ინგლისურენოვან პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:

1. აგრარული მეცნიერებები;

2. მებაღეობა;

3. წყლის მართვა სოფლის მეურნეობაში.

სტიპენდია ფარავს სწავლების, ცხოვრების, კვებისა და ჯანმრთლებლობის დაზღვევის თანხებს.

სტუდენტთა შერჩევა მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე უნგრეთის მხარე შეარჩევს სტუდენტებისგან ელ - ფოსტით მიღებულ საბუთებს, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის წერითი ან ზეპირი გამოცდა.

საჭირო დოკუმენტაცია:

  1. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  2. უახლესი CV
  3. დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი
  4. ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი
  5. პასპორტის ასლი
  6. რეკომენდაციის წერილი
  7. მოტივაციის წერილი
  8. ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  9. ნასამართლეობის ცნობა

ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე ;

სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 28 თებერვალი.

ყველა დოკუმენტი უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: REU-Scholarship@fao.org აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ აქ:

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა