სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

მევლანას გაცვლითი პროგრამა

Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს შორის. Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა ფინანსდება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი (მინიმუმ) ან ორი (მაქსიმუმ) სემესტრის განმავლობაში. აკადემიურ პერსონალს შეუძლია ლექციების ჩატარება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი კვირიდან (მინიმუმ) სამი თვის განმავლობაში (მაქსიმუმ).

იმისათვის, რომ გაცვლით პროგრამა Mevlana - ში სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა ისინი უნდა იყვნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, უნდა ჰქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება (ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 2,5 და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 3  და ფლობდნენ ინგლისურ ან თურქულ ენას. კონკურში გასულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

 Mevlana- გაცვლითი პროგრამის ვებგვერდი


პროექტს კოორდინირებას უწევს საგარეო ურთიერთობათა და  სტრატეგიული განვითარების სამსახური. (ელ. ფოსტა ird@bsu.edu.ge; ოთახი №35).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა