გამომცემლობა “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

გამომცემლობა “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”-ს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში – გამომცემლობა) სტატუსს, უფლება-მოვალეობებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს;
2. გამომცემლობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს;
3. გამომცემლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმე-დი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით;
4. გამომცემლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი 2. გამომცემლობის ამოცანა და ფუნქციები
1. გამომცემლობის ამოცანაა საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი, ასევე, გამომცემლობის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, უნივერსიტეტის წესდებას და წინამდებარე დებულებას;
2. გამომცემლობა უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე სასწავლო-სამეცნიერო, მეთოდური და საცნობარო სახის ლიტერატურის გამოცემას;
ბ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური დოკუმენტების გამოცემას;
დ) სხვა სახის საგამომცემლო საქმიანობას, უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე;
ე) გამომცემლობა ანიჭებს ნაშრომს გამოცემის საერთაშორისო ნომერს, საგამომცემლო მარკას და დასაბეჭდად გადასცემს უნივერსიტეტის სტამბას;
2. გამომცემლობა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს კომერციულ საგა-მომცემლო საქმიანობას ხელშეკრულების საფუძველზე;
3. გამომცემლობას უფლება აქვს სხვა გამომცემლობებთან და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან, მათ შორის საზღვარგარეთის გამომცემლობებთან ერთად განახორციელოს ერ-თობლივი გამოცემები.

მუხლი 3. გამომცემლობის ხელმძღვანელობა
1. უნივერსიტეტის გამომცემლობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ორგანიზაციულ სტრუქტურულ რგოლს, რომელსაც ხელმძღვანელობს გამომცემლობის დირექტორი;
2. გამომცემლობის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
3. გამომცემლობის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს გამომცემლობის საქმიანობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;
გ) წარმოადგენს გამომცემლობას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია გამომცემლობაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს გამომცემლობის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითე-ბებსა და დავალებებს;
ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს გამომცემლობის მოსამსახურეების მიერ თავი-ანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნი-ვერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) წარუდგენს ანგარიშს გამომცემლობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მათი მოთხოვნის შესაბამისად;
ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს გამომცემლობის შიდა სტრუ-ქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) კონტროლს უწევს სტამბის მუშაობას;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცი-ლებელია გამომცემლობის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) გამომცემლობის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს გამომცემლობის მოსამსახურების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუ-შაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს გამომცემლობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამ-ზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის სხვა ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმ-დებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

მუხლი 4. გამომცემლობის მოსამსახურეები
1. გამომცემლობის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
2. გამომცემლობის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება უნივერსიტე-ტის შინაგანაწესით, გამომცემლობის უფროსის სამსახურებრივი დავალებებითა და საქართვე-ლოს კანონმდებლობით;
3. გამომცემლობის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან გამომცემლობის უფროსის წინაშე;
4. გამომცემლობის რედაქტორი:
ა) პასუხისმგებელია მის მიერ რედაქტირებულ ხელნაწერებზე, მათი დამუშავების მაღალ ხარისხზე; მუშაობს ნაწარმოების ტექსტზე (ჩვეულებრივ, ავტორთან ერთად) მისი სამეც-ნიერო, ლიტერატურული თვალსაზრისით გაუმჯობესების მიზნით; ადგენს გამოცემის აპარატს;
ბ) ახდენს ტექსტის კორექტირებას, ასწორებს ორიგინალთან შეუსატყვისობის, გრამატიკის წესების, აწყობა-დაკაბადონების ტექნიკური წესების დარღვევებს;
5. გამომცემლობის ტექნიკური რედაქტორი:
ა) რედაქტორთან ერთად ადგენს ხელნაწერის მოცულობას, წიგნის არქიტექტონიკას და შინაგანი გაფორმების გეგმას;
ბ) განსაზღვრავს დაკაბადონების ზომებს (ფორმატს), ადგენს ორიგინალ-მაკეტს, განსაზღვრავს შრიფტულ დამუშავებას, ახდენს წიგნის დაკაბადონებას.

მუხლი 5. გამომცემლობის სტრუქტურული ერთეული - სტამბა
1. გამომცემლობის შემადგენლობაში შედის სტრუქტურული ერთეული - უნივერსიტეტის სტამბა;
2. სტამბის უფლებამოსილებებია:
ა) უნივერსიტეტის გამომცემლობაში მომზადებული ლიტერატურისა და სხვა სახის მასალე-ბის ბეჭდვა;
ბ) უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, კომერციული შეკვეთების მიღება და შესა-ბამისი პოლიგრაფიული საქმიანობის განხორციელება გამომცემლობის უფროსთან შეთანხ-მებით;
3. სტამბას ხელმძღვანელობს სტამბის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე-ბობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
4. სტამბის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტამბის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს დავალებებსა და მოვალეობებს სტამბის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს და თვალყურს ადევნებს სტამბის მოსამსახურეების მიერ სამსა-ხურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) გამომცემლობის დირექტორს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს სტამბის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

მუხლი 6. გამომცემლობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
უნივერსიტეტის გამომცემლობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
გამომცემლობის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა