სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური

ბსუ ქვიშის ფრენბურთსა და ფეხბურთში საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვიშის ფრენბურთსა და ფეხბურთში საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონია. შეჯიბრში უმაღლესი ლიგის 8 საუკეთესო საუნივერსიტეტო გუნდი მონაწილებდა. ჯგუფურ ეტაპზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვებით ილიაუნი (5:1), კავკასიის უნივერსიტეტი (6:1), სეუ ნახევარფინალურ მატჩში, ძირითადი დრო ფრედ (3:3), ხოლო დამატებით თერთმეტმეტრიანების სერიაში (2:1) დაამარცხა.

ფინალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, თამაში დრამატულად წარიმართა და ძირითადი დრო (2:2) ფრედ დასრულდა, ხოლო დამატებით თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (4:3) მოიპოვა.

წარმატებით იასპარეზა ასევე ბსუ-ს ქვიშის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა. ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა სტუ (2:0), ხელოვნების უნივერსიტეტი (2:0), ნახევარფინალში საქართველოს უნივერსიტეტი (2:0), ფინალში კი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს სძლია 2:0 და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ღონისძიება ქვიშის ფრენბურთსა და ფეხბურთში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. უნივერსიტეტი ულოცავს ნაკრებ გუნდებს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა