სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

შოტოკან კარატეს ევროპის ჩემპიონის ბესიკ ჩხიკვაძის დაჯილდოება

სურათი

შოტოკან კარატეში ევროპის ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისა და უნივერსიტეტის პოპულარიზაციისათვის, ევროპის ჩემპიონი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი  ბესიკ ჩხიკვაძე  უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა. აგრეთვე, ბესიკ ჩხიკვაძეს უნივერსიტეტი მიმდინარე წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფარავს.

ევროპის ჩემპიონატმა შოტოკან კარატეში სტარტი ბათუმში აიღო  და მასში მსოფლიოს 35 ქვეყნის 1400 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრებში ყაზახ, თურქ, აზერბაიჯანელ მეტოქეებს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბესიკ ჩხიკვაძე ასპარეზობას ფოთში დაგეგმილ საქართველოს ნაკრების შესარჩევ ტურნირში განაგრძობს.

უნივერსიტეტში შექმნილია ოლიმპიური კარატეს სტუდენტური ჯგუფი. აჭარის კარატეს ფედერაციამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა ოქროს მედალი და დიპლომი ოლიმპიური სპორტის სახეობის - კარატეს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა