სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

შემოქმედებითი საღამო „მიმალული მუზები“

სურათი

შემოქმედებითი საღამო „მიმალული მუზები“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება სტუდენტთა ნახატების გამოფენით დაიწყო და პოეზიის საღამოთი დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში სხვადასხვა ფაკულტეტის რვა სტუდენტის 35-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი. ღია სივრცეში გამართულ პოეზიის საღამოზე მკითხველს ბსუ-ს ხუთმა სტუდენტმა საკუთარი პოეზია გააცნო. მუსიკალური ნომრებით მაყურებლის წინაშე სამედიცინო მიმართულების სტუდენტებით დაკომპლექტებული ჯგუფი „მედიქალ ბენდი“ წარსდგა. ღონისძიება სტუდენტური ასოციაციისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა