სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

ზოგადი ინფორმაცია

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი არის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კონფერენციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, კონკურსებს და ზრუნავს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ცენტრის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება რეფერატულ ნაშრომთა კონკურსი, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, ღია ლექციები, სესიები სხვადასხვა თემებზე და დისკუსიები, შემეცნებითი ღონისძიებები, ასევე პერიოდულად გამოიცემა სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები.

   სამეცნიერო ცენტრის უმთავრესი მიზანია დახმარება გაუწიოს და მისცეს შანსი სტუდენტებს მიიღონ გამოცილება, განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები,  ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებას, უზრუნველყოს სტუდენტთა მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებები, დაამყაროს ურთიერთობების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

   სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი დაარსდა 2010 წელს. 2010-2011 წელს მას ხელმძღვანელობდა თამაზ დარჩიძე, 2011-2013 წელს რომან ლაზუტკინი, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ფინანსების სპეციალობის სტუდენტი გვანცა თურმანიძე.

   სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის  Facebook გვერდი  https://www.facebook.com/RSUCenter


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა