სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

ცენტრის დებულება

შესავალი

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მისია დაფუძნებულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირებულებებზე, თანამედროვე განათლების სისტემის ფასეულობებზე, მისი ამოცანები და ფუნქციები გამომდინარეობს უნივერსიტეტის წესდებიდან და წარმოადგენს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებულ სტუდენტთა საზოგადოებრივ გაერთიანებას.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. 

თავი პირველი

ზოგადი დებულებები

მუხლი 1
ა) შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი (შემდგომში - სამეცნიერო ცენტრი) წარმოადგენს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენთა საინიციატივო ორგანოს რომელიც იქმნება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში აქტიური მონაწილების უზრუნველსაყოფად; 
ბ) სამეცნიერო ცენტრის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებით.
გ) სამეცნიერო ცენტრი არის უნივერსიტეტის ერთეული რომელიც ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებსა, ხელს უწყობს უნივერსიტეტს შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში.
დ) სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი არ წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს.

მუხლი 2
ა) სამეცნიერო ცენტრი იყენებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მატერიალურ და სხვა სახის რესურსებს.
ბ) სამეცნიერო ცენტრი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინაშე

მუხლი 3
სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

თავი მეორე
მიზნები, უფლებები და ფუნქციები

მუხლი 4
სამეცნიერო ცენტრის მიზანია, გაუწიოს დახმარება სტუდენტებს შემოქმედებითი უნარის განვითარებაში, მოახდინოს სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და პროპაგანდირება სტუდენტთა შორის, წარმართოს საქმიანობა სტუდენტთა შორის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, უზრუნველყოს სტუდენტთა მონაწილეობა სხვადასხვა დონის სამეცნიერო კონფერენციებში, დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებანი, დაამყაროს ურთიერთობები სამეცნიერო სფეროში სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. 

მუხლი 5
დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, სამეცნიერო ცენტრი საქმიანობს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის უპირატესობის პოპულარიზაცია; 
ბ) სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა; 
გ) ცოდნის გაღრმავების მიზნით სტუდენტთა სამეცნიერო დებატების ორგანიზება; 
დ) ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა უნივერსიტეტთა სტუდენტთა სამეცნიერო ორგანიზაციებთან, მისი განვითარება და შენარჩუნება; 
ე) სამეცნიერო-კვლევით, საგრანტო პროექტებში, პროფესორთა გუნდში სტუდენტების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა; 
ვ) სამეცნიერო პრობლემატიკაზე სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების და ოლიმპიადების შესახებ ინფორმაციის სტუდენტებს შორის ოპერატიულად გავრცელება; 
ზ) სტუდენტთა სამეცნიერო აკადემიური ნაშრომების საკუთარ და სხვა სამეცნიერო გამომცემლობებში გამოქვეყნების ხელშეწყობა;
თ) სტუდენტთა სამეცნიერო შრომების გამოცემა;
ი) საკუთარი ბლანკის, ემბლემის, ვებ-გვერდის, სახელწოდების ქონა;
კ) ცენტრის დებულების გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება;
ლ) სტუდენტთა სამეცნიერო კლუბების მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი;
მ) სტუდენტთა საუნივერსიტეტო, ტრადიციული სამეცნიერო კონფერენციის და სტუდენტთა რესპუბლიკური სიმპოზიუმის ორგანიზება. - მისი მუშაობის განრიგის, სექციათა გახსნის, დახურვის, სექციათა ანგარიშების შეჯამებისა და გამოქვეყნების, გამარჯვებულთა დაჯილდოვებისა და სხვა ცერემონიების, გამარჯვებულთა ნაშრომების ლიცენზირებისა და ბეჭდვის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ნ) სტუდენტთა გეგმიური სამეცნიერო კონფერენციები, სესიები, სემინარები, ტრენიგები, შეხვედრები და მსგავსი ღონისძიებანი.
ო) რეკომენდაციები და შუამდგომლობები სტუდენტთა სხვა კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობის, ჩატარებისა და ორგანიზების შესახებ.
პ) სხვა კონკრეტული ღონისძიებები და დავალებები.

მუხლი 6
სამეცნიერო ცენტრი უფლებამოსილია დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის შეხვედრები, ტრეინინგ - სემინარები, კვლევები, გამოკითხვები, მოამზადოს სხვადასხვა სახის სტუდენტთა სასწავლო - სამეცნიერო პროგრამები, სტატისტიკური და საანგარიშო მასალები, აწარმოოს ბეჭდვითი და სხვა კანონდებლობით დაშვებული საქმიანობა.

მუხლი 7
სამეცნიერო ცენტრი უფლებამოსილია დაამყაროს მუდმივი კავშირი საქართველოსა და უცხოეთის სტუდენტურ გაერთიანებებთან და ორგანიზაციებთან დებულებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით.

მუხლი 8
სამეცნიერო ცენტრი უფლებამოსილია ჩაერთოს უნივერსიტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ შესაბამის ღონისძიებების, სამეცნიერო სესიების, კონფერენციების, სემინარებისა და ა.შ დაგეგმვასა და ორგანიზებაში, მოწვეული სტუმრების, დელეგაციების დახვედრისა და სხვა ცერემონიალებში.

მუხლი 9
სამეცნიერო ცენტრი ვალდებულია:
ა) დაიცვას სტუდენტთა საავტორო უფლებები;
ბ) კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სტუდენტთა სამეცნიერო კლუბების მუშაობას;
გ) წარუდგინოს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოს მუშაობის შესახებ ანგარიში;
დ) განიხილოს სტუდენტთა ინიციატივები - სამეცნიერო მუშაობის წარმართვის, ღონისძიებათა ორგანიზების შესახებ;

მუხლი 10
სამეცნიერო ცენტრის ნოვატორი არის ყველა სტუდენტი რომელიც არის უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტზე მოქმედი სამეცნიერო კლუბის წევრი.

მუხლი 11
ა) სამეცნიერო ცენტრის ნოვატორი უფლებამოსილია გამოთქვას საკუთარი აზრი საჯაროდ და წერილობით, სამეცნიერო ცენტრის მუშაობის საკითხთან დაკავშირებით და მოითხოვოს პასუხი საჯაროდ თუ წერილობით დასმულ საკითხზე;
ბ) სამეცნიერო ცენტრის ნოვატორი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა მის მიერ ინიცირებული საკითხის განხილვაში, სამეცნიერო ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფის შეკრებაზე.

მუხლი 12
სამეცნიერო ცენტრის ნოვატორი ვალდებულია:
ა) მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი სამეცნიერო კლუბის მუშაობაში;
ბ) დაესწროს კლუბის შეკრებებს;
გ) განსაზღვროს თავისი სამეცნიერო მუშაობის თემატიკა;

თავი მესამე

სამეცნიერო ცენტრის სტრუქტურა

მუხლი 13
სამეცნიერო ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
1. სტუდენტთა სამეცნიერო კლუბები;
2. სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი;
4. სამეცნიერო ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფი.

1. სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი

მუხლი 14
სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი არის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ფარგლებში სტუდენტთა განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულების სასწავლო - შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის ფაკულტეტის ბაზაზე, არსებულ სამეცნიერო დეპარტამენტთა გვერდით, სტუდენტთა შორის სასწავლო - სამეცნიერო მუშაობის ორგანიზების მიზნით.

მუხლი 15
1. სამეცნიერო კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული;
2. კლუბის მუშაობას კურირებს სამეცნიერო ცენტრი და შესაბამისი დეპარტამენტის რომელიმე პროფესორი - კლუბის კურატორი;
3. სამეცნიერო კლუბების მუშაობა წარიმართება სამეცნიერო თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით, აღნიშნული დებულების, სამეცნიერო ცენტრისა და შესაბამისი სამეცნიერო დეპარტამენტის ინსტრუქციებითა და პროგრამებით;
4. ფაკულტეტებზე სტუდენტთა სამეცნიერო კლუბების მუშაობას კოორდინაციას უწევს სამეცნიერო ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელი. 

მუხლი 16
სამეცნიერო კლუბი უფლებამოსილია:
ა) მოისმინოს კლუბის წევრთა სამეცნიერო მოხსენებები;
ბ) შეარჩიოს მოხსენებები სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გასატანად;
გ) ორგანიზება გაუწიოს სტუდენტთა დისკუსიებს სხვადასხვა სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 17
სამეცნიერო კლუბების შეკრებათა განრიგი და დღის წესრიგი განისაზღვრება წინასწარი სამუშაო გეგმით და ცალკეულ შემთხვევაში სამეცნიერო ცენტრი მიერ.

მუხლი 18
სამეცნიერო კლუბების სასწავლო წლის პირველი სამუშაო სხდომის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს სტუდნტთა სამეცნიერო ცენტრი და შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების დეპარტამენტი - შეთანხმებით.

მუხლი 19
1. სამეცნიერო კლუბის წევრები არიან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სამეცნიერო კლუბის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის სტუდენტი, რომელსაც ერთხელ მაინც წარდგენილი აქვს ნაშრომი სამეცნიერო კონფერენციაზე ან გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაცია ან სამეცნიერო ცენტრში დარეგისტრირებული აქვს თემატიკა რომელზეც მუშაობს; 
2. ცალკეული კლუბების საერთო შეკრება ეწყობა სამეცნიერო ცენტრის მიერ საჭიროებისამებრ; 
3. კლუბში გაწევრიანების და კლუბიდან გარიცხვის საკითხს წყვეტს კლუბი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით; 
4. კლუბის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი ინიციატივით დატოვოს კლუბი. დაუშვებელია კლუბი წევრობის სხვა პირებისთვის გადაცემა; 
5. კლუბიდან გარიცხვის საფუძვლებია: 
ბ. სამეცნიერო ცენტრის დებულების უხეში დარღვევა; 
გ. ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სფეროში არანაყოფიერი საქმიანობა; 
6. სამეცნიერო კლუბი წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: 
ა. სტუდენტის სხვა სასწავლებელში გადასვლა; 
ბ. სტუდენტის სასწავლებლიდან გარიცხვა; 
7. კლუბის „პასიური“ წევრები არიან ის სტუდენტები, რომლებიც კლუბში საქმიანობით მხოლოდ იკმაყოფილებენ ამათუიმ სამეცნიერო პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ინტერესს და სურთ მოამზადონ რეფერატული სამეცნიერო ნაშრომი.. 

2. სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი.

მუხლი 20
სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი არის პირი რომელიც ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.

მუხლი 21

1. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა.
2. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი იმავდროულად არის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის წევრი და სარგებლობს ხმის უფლებით.

მუხლი 22
სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი:
1. წარმოადგენს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრს უნივერსიტეტის სხვადასხვა ორგანოთა წინაშე.
2. წარმართავს სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სამეცნიერო ცენტრის სახელით მონაწილეობს უნივერსიტეტის მუშაობაში.
3. იწვევს და უძღვება საკოორდინაციო ჯგუფის სხდომებს.
4. აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სტუდენტთა სამეცნიერო პროგრამებს, სამეცნიერო-საორგანიზაციო მუშაობის წლიურ გეგმებს.
5. სტუდენტურ თვითმმართველობას წარუდგენს სამეცნიერო ცენტრის მუშაობის ანგარიშს და ა.შ
6. აყალიბებს სამეცნიერო ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფს.

მუხლი 23
1. სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვადამდე წყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ქმედუუნაროდ გამოცხადების, უგზოუკლოდ დაკარგვის ან გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) ამ დებულების, საქართველოს კონსტიტუციის, არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში;
2. ცენტრის ხელმძღვანელის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს საკოორდინაციო ჯგუფის ის წევრი რომელიც ასრულებს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის თანაშემწის ფუნქციას.

3. საკოორდინაციო ჯგუფი

მუხლი 24
სამეცნიერო ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფი არის სამეცნიერო ცენტრის ძირითადი სამუშაო ორგანო.

მუხლი 25
საკოორდინაციო ჯგუფის წევრებია:
ა) სამეცნიერო ცენტრი ხელმძღვანელი;
ბ) სამეცნიერო ცენტრის საფაკულტეტო კოორდინატორები;

მუხლი 26
საკოორდინაციო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) განსაზღვროს სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის სტრატეგია და პრიორიტეტები;
ბ) დაგეგმოს ღონისძიებანი და მიიღოს გადაწყვეტილებები მისი განხორციელების პროცესში;
გ) განიხილოს და მოამზადოს სამეცნიერო ცენტრის გეგმები, პროგრამები და პროექტები;
ე) კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სტუდენტთა სამეცნიერო კლუბების მუშაობას;

მუხლი 27
1. საკოორდინაციო ჯგუფის სხდომაზე საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა ჯგუფის წევრთა უმრავლესობამ.
2. საკოორდინაციო ჯგუფი იკრიბება ყოველი ორ კვირაში ერთხელ ან სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით რამდემჯერმე.

მუხლი 28
1. სამეცნიერო ცენტრის კოორდინატორი არის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი, რომელიც ასრულებს სამეცნიერო ცენტრის ამოცანებს შესაბამის ფაკულტეტზე, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კლუბების მუშაობას.
2. 28 - ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოვალეობის გარდა ფაკულტეტის კოორდინატორი მონაწილეობს სამეცნიერო ცენტრის მიერ დაგეგმილი ღინისძიებების მომზადების, განხორციელების და მუშაობის პროცესში.
3. ფაკულტეტის კოორდინატორს ნიშნავს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. 


თავი მეოთხე

ფინანსები და ბიუჯეტი

მუხლი 29
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი სამეცნიერო პროექტებს, ღონისძიებებს თანდართული ხარჯთაღრიცხვით წარუდგენს სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს მისი დაფინანსების საკითხი და გაითვალისწინოს ის სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტში.

მუხლი 30
სამეცნიერო ცენტრის მიზნობრივი პროექტები და პროგრამები შესაძლებელია დაფინანსდეს უნივერსიტეტის მიერ.

მუხლი 31
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტიდან და სპეციალური სახრებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ნებაყოფლობითი შემოწირულობები;
გ) გრანტები, სხვადსხვა პროექტების სპონსორთა სუბსიდიები;
მუხლი 32
სამეცნიერო ცენტრის წლიური ანგარიშგება წარედგინება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

თავი მეხუთე

გარდამავალი დებულებები

მუხლი 33
სამეცნიერო ცენტრის დებულებას ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა. 

მუხლი 34
სამეცნიერო ცენტრის დებულების დამტკიცების შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის წარდგენით სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობა ამტკიცებს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის კანდიდატურას.

მუხლი 35
ამ დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მანამდე არსებული დებულება. 
მუხლი 36
სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობა შენარჩუნებული იქნას არაუმეტს 2010 წლის 31 დეკემბრისა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა