სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

ნატო-ს კვირეული ბსუ-ში

სურათი

4 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს კვირეული   ინტელექტუალური თამაშით -  „NATO- OTAN“ -ით  გაიხსნა.  საგანმანათლებლო-შემეცნებით ინტელექტუალურ თამაშებში  ბათუმის 21 სკოლის 100 -ზე მეტი  მოსწავლე ჩაერთო. პროექტის მიზანი  მოსწავლეების ინფორმირება NATO-ს მიზნებისა და ამოცანების, NATO-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ გახლდათ.  „NATO –  OTAN“ „ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ინიციატივით,   ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო  ცენტრისა და  ბსუ -ს  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა. პირველი ადგილის მფლობელი "ევრო-2000-ის" გუნდი გახდა, მეორე და მესამე ადგილები სკოლა "ნიკემ" და მე-8 საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს. გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით  დაჯილდოვდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა