ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფაკულტეტის სტრუქტურა

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს სამივე საგანმანათლებლო დონეზე. ბაკალავრიატში – ფინანსების, მენეჯმენტის, საბუღალტრო და საგადასახადო საქმის, მარკეტინგის და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებს. მაგისტრატურაში – ფინანსები და საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ხოლო დოქტორანტურაში – ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი, ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა. პროგრამების კოორდინირებას ახორციელებს სამი დეპარტამენტი – ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის; ეკონომიკის; ბიზნესის ადმინისტრირების. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ემსახურება 6 პროფესორი, 13 ასოცირებული პროფესორი, 9 ასისტენტ პროფესორი, 2 ასისტენტი და 32 მოწვეული სპეციალისტი. ძალიან დიდი როლი ეკისრება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომლის გამართულ მუშაობაზე დიდ წილად არის დამოკიდებული ზოგადად ფაკულტეტის ეფექტიანობა.

1. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2.ფაკულტეტი შედგება შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტი

ბ) ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტი

გ) საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი

დ) საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი

ე) ბუღალტრების მომზადება-გადამზადების კურსი (პროფესიული სკოლა);

ვ) სადისერტაციო საბჭო;

ზ)  კურიკულუმის კომიტეტი;

თ)  ეთიკის კომიტეტი;

3. ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა კომისიები და სამუშაო ჯგუფები ცალკეულ საკითხთა შესწავლის ან/და  გადაწყვეტის მიზნით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა