ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სადისერტაციო საბჭოს დებულება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში – ფაკულტეტი) სადისერტაციო საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესსა და პირობებს.

2. დოქტორის აკადემიური ხარისხი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც გაიარა დოქტორანტურის სრული კურსი და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით დაიცვა დისერტაცია.

 

მუხ­ლი 2.  ფა­კულ­ტე­ტის სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭო, საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი

1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო (შემდგომში - სადისერტაციო საბჭო) არის ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ყველა პროფესორი და ასოცირებული პროფესორი.

3. საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.

4.  საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­დი­სერ­ტა­ციო  საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე (შემ­დგომ­ში - საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე),  რო­მე­ლიც აირ­ჩე­ვა ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყრით, ორი წლის ვა­დით სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს პირ­ველ სხდო­მა­ზე, სიითი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით. სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მარეს ამ­ტკი­ცებს ბათუმის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო (შემ­დგომ­ში - აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო).

5. საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე საბჭოს პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.

6. საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ულ იქ­ნას ბსუ–ს პროფესორი ან ასოცირებული პრო­ფე­სო­რი. ერ­თი და იგი­ვე პი­რი  საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ ზე­დი­ზედ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ულ იქ­ნას მხო­ლოდ ორ­ჯერ.

7. საბჭოს თავმჯდომარე სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს საბჭოს წევრთაგან შერჩეულ მოადგილეს და მდივანს, რომელთაც სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს  სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

8. სადისერტაციო საბჭოში საქმის წარმოებას, დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს  მდივანი.

9. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა,  გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა არანაკლებ 2/3. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.

10. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ საბჭოს თავმჯდომარე და  მდივანი.

11. საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის (ავადმყოფობა,  მივლინება)  დროს  მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საბჭო ხმათა უმრავლესობით.

  სადისერტაციო საბჭო :

ა) წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციას დოქტორანტის სადისერტაციო თემისა და ხელმძღვანელის შესახებ, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 

ბ) განსაზღვრავს სადისერტაციო ნაშრომის ზღვრულ მოცულობას, სავარაუდო ფორმატს და სხვა ტექნიკურ მონაცემებს.

გ) ნიშნავს შემფასებლებსა და დისერტაციის დაცვის თარიღს.

დ) საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიის შემადგენლობას;

ე) სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე პირს ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

12. სადისერტაციო საბჭოს საქმიანობა არ ხორციელდება 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში.

 

მუხლი 3. დისერტაცია

1.სადისერტაციო ნაშრომს წარედგინება შემდეგი მოთხოვნები:

ა) დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის მომზადება უნდა მოხდეს წარმოდგენილი დებულებით დადგენილი წესით.

ბ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია უნდა იყოს დასრულებული სამეცნიერო კვლევა, რომელშიც გადაწყვეტილია აქტუალური სამეცნიერო პრობლემა (პრობლემები) და მიღებულია შესაბამის დარგში არსებული საერთაშორისო დონის თეორიული და პრაქტიკული შედეგები. თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევისას.

 გ) დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხი წყდება საბჭოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვისათვის სადისერტაციო საბჭოზე წარდგენის წინაპირობაა:

ა) სადისერტაციო ნაშრომზე საერთაშორისო გამოხმაურების არსებობა. შესაბამისად, ბსუ–ს მაგისტრატურის, რეზიდენტურის და დოქტორანტურის მართვის სამსახურმა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსთან თანამშრომლობით უნდა შექმნას უცხოელ ექსპერტთა მონაცემების საინფორმაციო ბაზა და უზრუნველყოს  დისერტაციის შემოკლებული, დოქტორანტის მიერ უცხო ენაზე თარგმნილი ვარიანტის (40-50 გვერდი) საერთაშორისო რეცენზირება. სადისერტაციო ნაშრომის უცხო ენოვან ვარიანტთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია დოქტორანტი.

 ბ) დოქტორანტის მიერ სადოქტორო თემაზე შესრულებული მინიმუმ ხუთი ნაშრომი/სტატია უნდა იყოს დაბეჭდილი ან დასაბეჭდად მიღებული საზღვარგარეთ ან საქართველოში გამოცემულ და შესაბამის საერთაშორისო კლასიფიკატორში დაფიქსირებულ რეფერირებად/რეცენზირებად ელექტრონულ ან ბეჭდურ ჟურნალში, ან შესაბამის საერთაშორისო დარგობრივ სამეცნიერო ჟურნალში, ან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, მათ შორის, ერთი სტატია უნდა იყოს გამოქვეყნებული  0,5-ზე მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში.

3. სადისერტაციო ნაშრომის ტენიკური პარამეტრებია: ზღვრული მოცულობა - 150--200 გვ. (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშანი); დასკვნა – 10-12 გვ; ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა - A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – sylfaen; სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან – 1 სმ., ზემოდან – 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ

4.  დი­სერ­ტა­ცია  უნ­და და­ი­ბეჭ­დოს და აი­კინ­ძოს დად­გე­ნი­ლი  სტრუქ­ტუ­რით.  აღ­ნიშ­ნულ სტრუქტუ­რა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა:

ა) თავ­ფურ­ცელ­ზე, დი­სერ­ტა­ცი­ის  პირ­ველ გვერ­დზე, ზე­მოთ უნ­და მი­ე­თი­თოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სრუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა - სსიპ ,,შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი“.

ბ) მომ­დევ­ნო ხა­ზებ­ზე 1,5 ინ­ტერ­ვა­ლის და­შო­რე­ბით ფა­კულ­ტე­ტი­სა და დე­პარ­ტა­მენ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა,  შემ­დეგ იწე­რე­ბა დოქ­ტო­რან­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი, შუა ნა­წილ­ში – დი­სერ­ტა­ცი­ის სა­თა­უ­რი (შრიფ­ტის ზო­მა 16), ამის შემ­დეგ - ფრჩხი­ლებ­ში, სა­ძი­ე­ბე­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, მის ქვე­მოთ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს­თან ახ­ლოს, -  დოქ­ტო­რან­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლის აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა/ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, ინი­ცი­ა­ლე­ბი და გვა­რი. თავ­ფურ­ცლის ბო­ლოს მი­ე­თი­თე­ბა შეს­რუ­ლე­ბის ად­გი­ლი და ნაშ­რო­მის წარ­დგე­ნის წე­ლი (მაგ: ბა­თუ­მი - 2011);

გ) სარ­ჩევ­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნ­და აი­სა­ხოს დი­სერ­ტა­ცი­ის სრუ­ლი ტექ­სტის  ყვე­ლა თა­ვი­სა და პა­რაგ­რა­ფის ზუს­ტი და­სა­ხე­ლე­ბა გვერ­დე­ბის მი­თი­თე­ბით;

დ) შე­სა­ვა­ლი – მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნ­და იყოს საკ­ვლე­ვი თე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბის და­სა­ბუთე­ბა, მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, კვლე­ვი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი და მა­ტე­რი­ა­ლურტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა;

ე) ძი­რი­თა­დი ტექ­სტი უნდა ასა­ხავდეს ნაშ­რო­მის ში­ნა­არსს. მას­ში უნ­და გა­მო­ი­ყოს თა­ვე­ბი და პა­რაგ­რა­ფე­ბი;

ვ) დას­კვნა – უნდა წარ­მო­ად­გენდეს კვლე­ვის ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ველ ნა­წილს;

ზ)  გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა – გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნუს­ხა უნ­და მი­ე­თი­თოს ან­ბა­ნუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით;

თ) საი­ლუს­ტრა­ციო მა­სა­ლა.

5. პლა­გი­ა­ტის ან დი­სერ­ტან­ტის მი­ერ სა­დი­სერ­ტა­ციო მა­სა­ლე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დი­სერ­ტა­ცია იხ­სნე­ბა გან­ხილ­ვი­დან.

 

მუხლი 4. დისერტაციის წარდგენა

1. სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის დამ­თავ­რე­ბის, შე­სა­ბა­მი­სი კრე­დი­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბის   შემ­დეგ, იმ სასწავლო დე­პარ­ტა­მენ­ტში, სა­დაც შეს­რულ­და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა, ხდე­ბა სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის გან­ხილ­ვა (აპ­რო­ბა­ცი­ა). ნაშ­რო­მის აპ­რო­ბა­ცია მო­ი­ცავს დი­სერ­ტან­ტის მოხ­სე­ნე­ბას, ორი რე­ცენ­ზენ­ტის (რე­ცენ­ზენ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რი, რო­მე­ლიც არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის შეს­რუ­ლე­ბა­ში) შე­ფა­სე­ბას და დის­კუ­სი­ას. ნაშ­რო­მი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ წა­რედ­გი­ნე­ბა სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს.

2. დე­პარ­ტა­მენ­ტის დას­კვნა წი­ნას­წა­რი დაც­ვის შე­სა­ხებ ფორ­მდე­ბა სხდო­მის ოქ­მის სა­ხით, მტკიც­დე­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­ერ და გა­და­ე­ცე­მა დოქ­ტო­რანტს, რომელიც დისერტაციასთან ერთად წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს.

3. დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის ნაბეჭდ (აკინძული და ყდაში ჩასმული)  5  ეგზემპლიარს  და ელექტრონულ ვერსიას.

4. დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ნაშრომი მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

5. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ  სადისერტაციო ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.

 

მუხლი 5. დისერტაციის წინასწარი შეფასება

1. სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე  დისერტაციისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის   წარდგენის შემდეგ, ათი დღის ვადაში  დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს სამ  შემფასებელს. რომელთაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.

2. შემფასებელი    უნ­და იყოს მეც­ნი­ე­რე­ბის იმ დარ­გის/მიმართულების  წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­შიც შეს­რუ­ლე­ბუ­ლია დი­სერ­ტა­ცი­ა.

3. შემფასებელი არ შეძ­ლე­ბა იყოს დი­სერ­ტან­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დი­სერ­ტან­ტის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ ნაშ­რომ­თა თა­ნა­ავ­ტო­რი.

4. თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება.

5. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

6. შემფასებლები დას­კვნებს გა­დას­ცე­მენ სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს.  დას­კვნა­ში უნ­და შე­ფას­დეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა, სი­ახ­ლე, ორი­გი­ნა­ლო­ბა, თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, კვლე­ვის დი­ზა­ი­ნის და მე­თო­დო­ლო­გი­ის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა, კვლე­ვის პირ­ვე­ლა­დი მა­სა­ლის ობი­ექ­ტუ­რო­ბა და სარ­წმუ­ნო­ო­ბა, დი­სერ­ტა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა, გა­ფორ­მე­ბის ხა­რის­ხი და ენობ­რი­ვი გა­მარ­თუ­ლო­ბა. დი­სერ­ტა­ცი­ის სა­ჯა­რო დაც­ვი­სათ­ვის სადისერტაციო კომისიის შე­მად­გენ­ლო­ბის გან­საზღ­ვრის მიზ­ნით, დას­კვნა­ში მი­ე­თითება სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი და მო­მიჯ­ნა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი.

7. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების,  ან დაცვაზე არდაშვების  შესახებ.

8. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს დაცვის თარიღი. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს დაცვისათვის მოსამზადებლად ეძლევა არანაკლებ 1 თვისა.

9. დაცვაზე არდაშვების  შემთხვევაში, დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები ინახება სადისერტაციო საბჭოში. დოქტორანტი უფლებამოსილია გაეცნოს ამ დოკუმენტებს.

 

მუხლი 6. სადისერტაციო კომისია

1.  სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.

2. სადისერტაციო კომისიის  შე­მად­გენ­ლო­ბას, კომისიის თავმჯდომარეს, დი­სერ­ტა­ცი­ის თე­მა­ტი­კი­სა და შემფასებელთა­  მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სადისერტაციო  საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის წარ­დგი­ნე­ბით, საბ­ჭოს წევ­რთა­გან სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით, ამ­ტკი­ცებს სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭო.

3. სადისერტაციო  კომისიის  წევ­რად შე­იძ­ლე­ბა მოწ­ვე­ულ იქ­ნას შე­სა­ბა­მი­სი  დარ­გის დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რიც.  

4. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.

5. კომისია შედგება მინიმუმ შვიდი  წევრისაგან (ზოგადად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კენტი რიცხვით), რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.

6. სადისერტაციო კომისიის წევ­რებს დი­სერ­ტა­ცი­ის  ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია და­უ­რიგ­დე­ბათ დაც­ვამ­დე ერ­თი თვით ად­რე. ასე­ვე გან­თავ­სდე­ბა რსუ–ს ვებ გვერ­დზე და გა­და­ე­ცე­მა რსუ–ს ბიბ­ლი­ო­თე­კას.

7. სადისერტაციო კომისიის  სხდო­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლად ით­ვლე­ბა, თუ მის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს კომისიის  წევ­რთა სულ ცო­ტა ორი მე­სა­მე­დი.

8. სადისერტაციო საბჭოს მიერ თითოეული კომისიისათვის ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორი დაცვისა.  

 

მუხლის 7. დისერტაციის დაცვა

1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.

2. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. დაცვის პროცესი (პრო­ცე­დუ­რა) ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო კამათს და სადისერტაციო კომისიის დასკვნას. კერძოდ:

ა) სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის წარ­მოდ­გე­ნას (20-30წუთი);

ბ) შე­კითხ­ვებს დი­სერ­ტან­ტი­სად­მი, აზ­რის გა­მოთ­ქმას, სა­მეც­ნი­ე­რო დის­კუ­სი­ას;

გ) მდივ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ას დი­სერ­ტა­ცი­ის ირ­გვლივ არ­სე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

დ) შემფასებელთა  გა­მოს­ვლას და სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის სრულ­ყო­ფილ ანა­ლიზს;

ე) დი­სერ­ტან­ტის პა­სუხს დას­მულ შე­კითხ­ვებ­ზე, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და შე­ნიშ­ვნებ­ზე;

ვ) სადისერტაციო კომისიის თავ­მჯდო­მა­რის შე­მა­ჯა­მე­ბელ შე­ფა­სე­ბას;

ზ) სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბას ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყრით.

 

 

მუხლი 8. დისერტაციის შეფასება

1. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

ა) საკვლევი თემის აქტუალობა;

ბ) კვლევის მეთოდების გამოყენების სათანადო დონე;

გ) კვლევის საგანთან და ობიექტთან მათი შესაბამისობა;

დ)  მეცნიერული სიახლე;

ე) მოცემული დარგის განვითარებაში დისერტანტის მიერ შეტანილი წვლილი;

ვ) შედეგების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების დასაბუთება;

2.სადისერტაციო კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს ლათინურ შეფასებას შემდეგი სქემის მიხედვით:

ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

დ) საშუალო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს-  მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60%;

ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50%;

ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები.

3. ფრიადი, ძალიან კარგი, კარგი, საშუალო, დამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

4. არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ეძლევა გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება ერთი წლის შემდეგ.

5. სრულიად არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.

6. სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე, დოქტორანტს კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ოქმიდან ამონარიდის სახით, აცნობს ზეპირად.

 

მუხლი 9. ხარისხის მინიჭება

1.  დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო;

2. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის ფორმირება ხდება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად – მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.

 

მუხლის 10. დიპლომის გაფორმება და გაცემა

1. დიპლომი სტანდარტულ დანართთან ერთად გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში. დიპლომის გაცემამდე დოქტორანტს ეძლევა შესაბამისი ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.

2. დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, ბსუ–ს რექტორი.

3. გაცემული დიპლომის ასლი ინახება რსუ–ს არქივში, დოქტორანტის პირად საქმეში.

 

მუხლი 11. დისერტაციის გამოქვეყნება   

დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამი თვის ვადაში, გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

 

მუხლი 12. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა

სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნება ცნობილი დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე ამავე საბჭოს გადაწყვეტილება (ჩამოერთმევა ხარისხი), თუკი დადასტურდება პლაგიატობა  ან სადისერტაციო საქმისწარმოების დროს  დოქტორანტის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენა. 

 

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულების მოთხოვნები ძალაშია 2015–16 სასწავლო წლიდან.

2.  ამ დებულების ამოქმედებამდე სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბა და დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბა განხორციელდეს 2014–2015 სასწავლო წლისათვის მოქმედი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებისა და  რსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 27 ოქტომბრის №125 დადგენილებით დამტკიცებული „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წესი“–ს შესაბამისად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა