ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი

XX საუკუნის 90-იან წლებში საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესში დღის წესრიგში დადგა ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისადმი განსხვავებული მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობა. რამაც არსებული კადრების გადამზადება და ახალი საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მოითხოვა.

აჭარისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკის დარგის კადრებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულმა  ბათუმის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა შეასრულა (რექტორი ნ.ვერძაძე) რომელიც 1996 სასწავლო წელს შეუერთდა სახელმწიფო უნივერსიტეტს. დამოუკიდებელ უნივერსიტეტში არსებული ეკონომიკური სპეციალობების ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის   და  ეკონომიკური თეორიის კათედრები. განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრამ  (კათედრის გამგე პროფესორი ვ.ვერულიძე) ეროვნული ეკონომიკის  დარგების კადრებით უზრუნველყოფაში  და რეგიონში არსებული ეს მტკივნეული პრობლემა გარკვეულად გადაჭრა კიდეც.

2002 წელს ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრას გამოეყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრა. (კათედრის გამგე პროფესორი ა. ცინცაძე იმ დროისათვს კათედრაზე მოღვაწეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები: ე.მ.კ. ა.ცინცაძე, ე.მ.კ. ვ.ვერულიძე, პროფესორი გ. გამსახურდია, ს.ჩეჩელაშვილი, ნ.რობიტაშვილი, ზ.ავალიანი, ე.სეფერთელაძე, ე.მ.კ. მ. ფეიქრიშვილი, ე.მ.კ. მ.ცეცხლაძე, პ.ჩაგანავა, პ. აროშიძე, გ.საფარიძე, ლ. მიქელაიშვილი, ჯ. ანანიძე, მ.დვალიშვილი, ი.კილაძე, მ.აბაშიძე. კათედრამ იმ თავითვე ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა კადრების მომზადებას. სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები იყო. ახალგაზრდა მეცნიერების ზრდას დიდ დახმარებას უწევდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გ.გამსახურდია, პ. ლემონჯავა და სხვები. მათი ხელმძღვანელობით შესრულდა არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. კათედრას არსებობის პერიოდში შეემატნენ ახალგაზრდა მეცნიერები: ე.მ.კ. ირინა ვაშაყმაძე, ე.მ.კ. გიორგი აბუსელიძე, ე.მ.დ. ვლადიმერ ღლონტი. კათედრის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით დაიხვეწა და შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, რომლებსაც საფუძვლად დაედო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები.

2006 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად ეკონომიკის მიმართულებით მოქმედი ყველა კათედრა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ეკონომიკის დეპარტამენტი. Aარსებული ფინანსებისა და კრედიტის კათედრის ბაზაზე შეიქმნა ფინანსების, საბანკო და სადაზღვევო საქმის პროგრამული მიმართულება. სწავლების ხარისხის ამაღლება პროგრამული მიმართულების მთავარი პრიორიტეტად იქცა.

2009 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკის დეპარტამენტს გამოეყო და ცალკე ფუნქციონირება დაიწყო ‘‘ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის‘‘ დეპარტამენტმა  ასოცირებული პროფესორი ა. ცინცაძის ხელმძღვანელობით. დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა სწავლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა: ‘‘ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე‘‘ (2012 წლიდან ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის სახელით ფუნქციონირებს) და ‘‘საბუღალტრო და საგადასახადო საქმე‘‘; მაგისტრატურის ერთი სპეციალობა: ‘‘ფინანსები და საბანკო საქმე‘‘.

ეკონომიკის მიმართულებით ნიჭიერ ახალგაზრდობას მეცნიერებისაკენ გზა გაუხსნა ახლად შექმნილმა დოქტორანტურამ. ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტში მოქმედებს სადოქტორო პროგრამა ,,ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი”. დეპარტამენტში ამჟამად 15 დოქტორანტია, რომლებიც პროფესორ-მასწავლებლების გვერდით ეწევიან კვლევით საქმიანობას ეკონომიკის, კერძოდ, ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის სხვადასხვა სფეროში.

ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებთან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან. ეკონომიკის სპეციალობებზე მომზადებული კადრები მოღვაწეობენ აჭარაში და არა მარტო აჭარაში მოქმედ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, სხვადასხვა საწარმოებში, რაც მოწმობს, რომ სწავლის შედეგი ამართლებს მიზანს - მზადდება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კადრები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა