ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი

1996 წლიდან  ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო ეკონომიკის ფაკულტეტმა, რომელიც ამზადებდა შემდები პროფილის სპეციალისტებს: აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი; ფინანსები და საბანკო საქმე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; საგადასახადო-საბაჟო საქმე და სხვა.

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, ეროვნული ეკონომიკის დარგების კადრებით უზრუნველყოფაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრამ (კათედრის გამგე პროფესორი ვ. ვერულიძე, წევრები  პროფესორ-მასწავლებლები- ე.მ.კ. ა. ცინცაძე, ე.მ.კ. ვ. ვერულიძე, ს. ჩეჩელაშვილი, ნ. რობიტაშვილი, გ. საფარიძე, ჯ. ანანიძე და სხვები. პროფესორ-მასწავლებელთა  მონაწილეობით დაიხვეწა და შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, რომელთაც საფუძვლად შრომის  ბაზარზე არსებული მოთხოვნები დაედო.

2005 წლიდან ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრა გაიყო და მის ბაზაზე შეიქმნა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა (კათედრის გამგე პროფესორი ვ. ვერულიძე ) და ფინანსების და კრედიტის კათედრა (გამგე პროფესორი ა. ცინცაძე)

2006 წლიდან უნივერსიტეტში გატარებული რეორგანიზაციების შედეგად მოხდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლების, ფინანსებისა და კრედიტების და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრები. შეიქმნა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (ხელმძღვანელი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე). დეპარტამენტში სულ იყო 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ერთი სრული, 21 ასოცირებული,  8 ასისტენტ პროფესორი და მოწვეული მასწავლებლები.

2009 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკის დეპარტამენტს გამოეყო  და ცალკე ფუნქციონირება დაიწყო ,,ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტმა“ (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ა. ცინცაძის). დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა სწავლების პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა:  ,,ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო  საქმე“ და ,,საბუღალტრო და საგადასახადო საქმე“.

2015 წლის 5 ოქტომბრიდან ,,ფინანსების, აღრიცხვის და აუდიტის“ დეპარტამენტს გამოეყო „საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და საგადასახადო საქმის“ დეპარტამენტი (ხელმძღვანელი ი. მესხიძე). დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის  სწავლების პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის ერთი პროგრამა ,,საბუღალტრო და საგადასახადო საქმე“.

„საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და საგადასახადო საქმის“ დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. საბუღალტრო და საგადასახადო საქმის სპეციალობაზე მომზადებული კადრები მოღვაწეობენ ადგილობრივ თვითმმართველობებში, შემოსავლების სამსახურში, აუდიტორულ ფირმებში, კომერციულ ბანკებში, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, რაც ჩვენი კადრების პრაქტიკულ  უნარ-ჩვევებსა და მაღალკვალიფიციურობაზე მეტყველებს.

ამჟამად დეპარტამენტში 6 თანამშრომელი მოღვაწეობს: მ.შ. ერთი პროფესორი ვაჟა ვერულიძე, სამი ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჩხუბაძე, ბესიკ ბაუჩაძე და ია მესხიძე, ორი ასისტენტ პროფესორი ნატალია რობიტაშვილი და ჯემალ ანანიძე.  დეპარტამენტს ყავს 6 მოწვეული მასწავლებელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა