სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ამსტერდამში

სურათი

12-13 მაისს,  ამსტერდამში (ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფო)  მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა თემაზე -  ,,ელექტრონული ეკონომიკა, ელექტრონული ადმინისტრირება, ელექტრონული საზოგადოება, ელექტრონული განათლება და ელექტრონული ტექნოლოგიები.“
კონფერენცია მიზნად ისახავდა მოცემულ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრების, მეცნიერების და სწავლულების, სტუდენტების  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობას, განხილვას და  გამოცდილების გაზიარებას. 
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველიძემ,   საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ქათამაძემ და სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა გიგა ფარტენაძემ. 

კონფერენცია მკვლევრებისთვის, პრაქტიკოსებისათვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ინტერდისციპლინარული ფორუმის ხასიათს  ატარებდა, კერძოდ, წარმოადგინეს  და განიხილეს უახლოესი ინოვაციები, ტენდენციები, პრობლემები და პრაქტიკული გამოწვევები ელექტრონული ეკონომიკის, ელექტრონული ადმინისტრირების, ელექტრონული საზოგადოების, ელექტრონული განათლების და ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში როგორც სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, ისე მსოფლიო გამოცდილების განხილვის ჭრილში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა