სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამეცნიერო კონფერენცია ლოძის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ და ასისტენტ პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „ნატო მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების წინაშე 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ“. ქართველმა მომხსენებლებმა ორდღიან საერთაშორისო სესიაზე მოხსენება წარადგინეს თემაზე: ნატოს შავი ზღვის რეგიონის ჰორიზონტები და „ახალი გეოპოლიტიკური“ არქიტექტურა. ბსუ-ს პროფესორებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს ასევე კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში, სემინარებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებში. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ვუჯის უნივერსიტეტის (პოლონეთი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის ორგანიზებით.

კონფერენციაში  მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგებლები: პოლონეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი პრჟემისლავ ჟურავსკი ველ გრაჟევსკი, რუმინეთის ელჩი პოლონეთში ოვიდიუ დრანგა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯამიი შია, ატლანტიკური საბჭოს მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში იან ბრჟეზინსკი და კორპორაცია რანდის ექსპერტი დევიდ შლაპაკი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა