სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგები თემაზე „კონფლიქტები ახალგაზრდულ წრეში’’

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის სტუდენტებისათვის 2016 წლის ნოემბერი/დეკემბრის თვეში ჩატარდა ტრენინგების სერია თემაზე: ,,კონფლიქტები ახალგაზრდულ წრეში“.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდულ წრეებში ვერტიკალური და ჰორიზონტალური კონფლიქტების მიზეზების შესწავლა, ანალიზი, კონფლიქტოგენური ფაქტორების გამოვლენა  და მისი გადაჭრის გზები.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგებში მონაწილეობას ღებულობდნენ არამარტო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არამედ, სამართალმცოდნეობის, ისტორიისა  და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებიც.

სტუდენტები სიუჟეტურ - როლური თამაშებითა და სიმულაციებით სწავლობდნენ კონფლიქტების გადაჭრის გზებს.
ტრენინგებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნატალია ლაზბა ატარებდა.
ტრენინგების სერია დაგეგმილია 2017 წლის საგაზაფხულო სემესტრშიც. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა