მეექვსე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში (EULEISC)

საზაფხულო სკოლის შესახებ

საზაფხულო სკოლის პერიოდი: 2018 წლის 27 ივლისი - 2 აგვისტო

მდებარეობა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნინოშვილის ქ. №35, 6010, ბათუმი, საქართველო

განაცხადის შეტანის  ბოლო ვადაა: 2018 წლის 11 ივნისი

სამუშაო ენა: ინგლისური

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) აწყობს მეექვსე ყოველწლიურ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში (EULEISC).

საზაფხულო სკოლას ორგანიზებას უწევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტთან ერთად. საზაფხულო სკოლის თანადამფინანსებელია გაერთიანება: ევროპისმცოდნეობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში. Developing European Studies in Caucasus (DESCnet)

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის მცოდნეობის ბაკალავრებს და მაგისტრებს.

ეს საზაფხულო სკოლა უმასპინძლებს 25 სტუდენტს სხვადასხვა  ევროპული და  კავკასიის რეგიონის ქვეყანებიდან. საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის როლს  და სამართლებრივ პრობლემებს  აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაში.

სალექციო კურსის თემატიკაა:

  • ევროპეიზაციის თეორიული ასპექტები
  • შესავალი ევროპულ ინტეგრაციაში;
  • ევროკავშირის სამართალის ფონდები;
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაზე ფოკუსირებით;
  • ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში სამხრეთ კავკასიაში.

ტარიფები / განთავსება

მონაწილეობის საფასური: 140 ევროს ექვივალენტი ლარებში.

საფასური მოიცავს შემდეგ ხარჯებს: სწავლა, დაბინავება, საუზმე, სადილი, ქალაქის ტურები, ექსკურსიები, მუზეუმები.

adam.makharadze@bsu.edu.ge

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა