უწყვეტი განათლება

სსსმ მოსწავლეთა იდენტიფიცირება და სწავლების სტრატეგიები

კურსის სახელწოდება: „სსსმ მოსწავლეთა იდენტიფიცირება და სწავლების სტრატეგიები“

კურსის მოცულობა: 30 საათი

კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები:

  • მარინე გურგენიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • ლელა თავდგირიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორი;
  • ნანი მამულაძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლები; სპეციალურიმასწავლებლები, ფსიქოლოგები, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, მშობლები.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესებულია სასკოლო ასაკის ბავშვთა ინკლუზიური განათლებით: მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, მშობლები.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრეინინგის მოსმენის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
  • მოსწავლეთა საჭი­რო­ე­ბე­ბის განსაზღვრას;
  • ინკ­ლუ­ზიური განათ­ლებისათვის კეთლგანწყობილი, ხელშემწყობი და უსაფრ­თ­ხო გარემოს შე­ქ­მნაში მონაწილეობას;
  • მოსწავლეთა ინკლუზიურ განა­თ­ლე­­ბასთან დაკავშირებული კო­მ­­პლექსური სიტუა­ცი­ე­ბის ანა­ლიზს და სპეციალური საგანმანათლებლო სა­ჭი­რო­ე­ბების  საკითხებზე კო­მუ­­ნი­კა­ციას ისგ და  მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან. 
  • ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  შედგენას და მონიტორინგს;
  • სწავლების სტრატეგიების გამოყენებას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვებთან;
  • რთული ქცევის მართვას და პრევენციას.

მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით

შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)

ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა

გ) ტესტირება - 20 ქულა.

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი,  რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.

მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერთიფიკატს.

კურსზე რეგისტრაცია

  კურსის სტრუქტურა და შინაარსი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა