უწყვეტი განათლება

სსსმ მოსწავლეთა იდენტიფიცირება და სწავლების სტრატეგიები

კურსის სახელწოდება: „სსსმ მოსწავლეთა იდენტიფიცირება და სწავლების სტრატეგიები“

კურსის მოცულობა:  30 საათი

კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები:

  • მარინე გურგენიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • ნანი მამულაძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:

         სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგები; სკოლამდელი დაწესებულებების ფსიქოლოგები; სკოლამდელი დაწესებულების  სპეც. მასწავლებლები; მულტიდისციპლინური გუნდის წევრები; უსდ-ების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ ინკლუზიური განათლების პრინციპები სკოლამდელი  ასაკის ბავშვებში; ინკლუზიური განათლებით დაინტერესებული შშმ და სსსმ მოსწავლეთა მშობლები.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზიური განათლებით: მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, მშობლები.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრეინინგის მოსმენის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა საჭი­რო­ე­ბე­ბის განსაზღვრას;
  • სკოლამდელ დაწესებულებებში ინკ­ლუ­ზიური გარემოს შე­ქ­მნაში მონაწილეობას;
  • სკოლამდელ საფეხურზე სსსმ ბავშვთა განვითარე­­ბასთან დაკავშირებული კო­მ­­პლექსური სიტუა­ცი­ე­ბის ანა­ლიზს და სპეციალური საგანმანათლებლო სა­ჭი­რო­ე­ბების  საკითხებზე კო­მუ­­ნი­კა­ციას მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან. 
  • ინდივიდუალური ჩართულობის პროგრამის შედგენას და მონიტორინგს;
  • განმავითარებელი სტრატეგიების გამოყენებას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვებთან;
  • რთული ქცევის მართვას და პრევენციას.

მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით

შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)

ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა

გ) ტესტირება - 20 ქულა.

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი,  რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.

მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერთიფიკატს.

კურსზე რეგისტრაცია

  კურსის სტრუქტურა და შინაარსი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა